პროფესიული კოლეჯის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გაივლიან


2017-06-26

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის რეგიონულ ფილიალსა და პროფესიულ კოლეჯ "განთიადს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად კოლეჯის ზეინკალ-სანტექნიკოსის სპეციალობის სტუდენტები სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას კომპანიის რეგიონული ფილიალის გორის სერვის-ცენტრში გაივლიან. სასწავლო პრაქტიკის მიზანია სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ გარემოში გამოყენება და განვითარება.

კომპანიაში სასწავლო პრაქტიკის გავლა ხელს შეუწყობს მათ სამომავლო დასაქმებას და ამ სფეროს სპეციალისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და პროფესიული კოლეჯის ურთიერთთანამშრომლობა საუკეთესო პრეცენდენტია ახალგაზრდებში პროფესიული განათლების წახალისების და სამომავლო დასაქმების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია ტექნიკური სპეციალობების პოპულარიზაციისა და ახალი კადრების აღზრდის მხრივ.




სიახლეები