ახალი აბონენტი
მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, წყალმომარაგების სისტემაზე ახალ მომხმარებლად მიერთების მსურველებს აძლევს შესაძლებლობას კომპანიას მიმართონ ელექტრონული ან წერილობითი ფორმით. |
|
ახალი მომხმარებლის მიერთება განხორციელდება მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით, წინასწარ წაყენებული პირობების შესაბამისად. ამასთან, თუკი, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანის“ მიერ შეთავაზებული პაკეტი არ აკმაყოფილებს მომხარებელს, კომპანია კისრულობს ვალდებულებას, განაცხადის შევსებიდან მინიმალურ ვადებში გასცეს ტექნიკური პირობის ნებართვა, რის შემდგომაც მომხმარებელი უკვეთავს კომპანიას ან თავად ასრულებს მიერთებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. შენიშვნა: წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საბანკო რეკვიზიტები. სს "ლიბერთი ბანკი" ანგარიშის ნომერი: GE20LB0113123325230068; ბანკის კოდი: LBRTGE22; ს/კ 412670097
|