ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების საჯაროდ გამოცხადება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის
მე-9 პუნქტის და 273-ე მუხლის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს
#14 დადგენილების მე-10 და მე-11 მუხლების თანახმად კომპანიის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე მიღებული
დადგენილება მხარეს ფოსტის მეშვეობით ეგზავნება დადგენილების გამოტანიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
იმ შემთხვევაში თუ დადგენილების ჩაბარება ადრესატისთვის სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხერხდა (დადგენილება ფოსტის მეშვეობით
მხარესთან იგზავნება ორჯერ), მაშინ დადგენილება საჯაროდ განთავსდება კომპანიის ვებგვერდზე და ჩაბარებულად ჩაითვლება მისი საჯაროდ
განთავსებიდან მე-3 დღეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2019 წლის 24 ოქტომბრიდან.
PDF - დოკუმენტის გახსნისას გთხოვთ, პაროლის ველში მიუთითოთ: ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში
საიდნტიფიკაციო ნომერი.