სოფლების - ცხვარიჭამიას, თეზამისა და კევლიანის 24 - საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება


2026-08-21

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ცხვარიჭამიაში, თეზამსა და კევლიანში წყალმომარაგების თანამედროვე ინფრასტრუქტურას აშენებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი რეზერვუარის მოწყობა, არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია და სატუმბი სადგურის მშენებლობა. ასევე, მოეწყობა 11 კმ - მდე სიგრძის მაგისტრალური მილსადენი და 63 კმ - მდე წყალმომარაგების ქსელი.

პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები 2 400-მდე ოჯახი 24 - საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.




სიახლეები