ქალაქ თელავის სკოლებში წყლის დაზოგვის მნიშვნელობაზე საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა


2026-02-24

ქალაქ თელავის სკოლებში წყლის დაზოგვის მნიშვნელობაზე საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ თელავის N მე-4 და N მე-5 საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის წყლის რესურსების სწორად გამოყენებისა და დაზოგვის მნიშვნელობაზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებში წყლის დაზოგვისა და გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობის გაძლიერება. მოსწავლეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია სასმელი წყლის მნიშვნელობის, მისი დაცვის აუცილებლობის, წყლის დაზოგვის პრაქტიკული მეთოდებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში პასუხისმგებლიანი მოხმარების როლის შესახებ. შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის (ADB) კონსულტანტი უძღვებოდა, რომელმაც მოსწავლეებს ინტერაქტიულ ფორმატში გააცნო წყლის რესურსების მდგრადი მართვის საერთაშორისო პრაქტიკა და გაუზიარა შესაბამისი რეკომენდაციები. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მსგავს საგანმანათლებლო აქტივობებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს, რათა ახალგაზრდებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების კულტურა კიდევ უფრო გაძლიერდეს.




სიახლეები