ქალაქებში - მარნეულსა და ბოლნისში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულების ეტაპზეა


2026-02-09

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, მარნეულსა და ბოლნისში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია, მოადგილეებთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო.

ამ ეტაპზე დასრულებულია წყალმომარაგების ქსელის ძირითადი ნაწილი და ქსელზე ახალი მიერთებები, ხოლო წყალარინების მიმართულებით სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ძირითადი დარჩენილი სამუშაოები რუსთაველის ქუჩაზე გადაერთებების მოწყობას უკავშირდება, რის დასრულების შემდეგაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა სრულად ამოქმედდება.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება დაახლოებით 12.6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

პროექტის დასრულების შედეგად მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობა გაუმჯობესებულ წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას მიიღებს.




სიახლეები