დაბა ბაკურიანში უკანონო მიერთებები გამოვლინდა
დაბა ბაკურიანში უკანონო მიერთებები გამოვლინდა
დაბა ბაკურიანში ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყალმომარაგების ქსელზე უკანონო დაერთებები გამოავლინა.
ტექნიკური შემოწმებით დადგინდა, რომ რამდენიმე კომერციული ობიექტი ქსელზე კანონდარღვევით იყო მიერთებული, რაც იწვევდა წყლის დანაკარგებს, წნევის ვარდნას და საფრთხეს უქმნიდა სასმელი წყლის ხარისხს.
ობიექტებს მიეცათ ვადა ქსელზე რეგისტრაციისთვის, თუმცა პირობები გარკვეულ შემთხვევებში არ შესრულდა. შესაბამისად, ქსელის სტაბილური მუშაობისა და წყლის რესურსის სამართლიანი განაწილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ.
უკანონო დაერთებების წინააღმდეგ ღონისძიებები გაგრძელდება ქვეყნის მასშტაბით და მოვუწოდებთ მოქალაქეებსა და ბიზნესს, წყალმომარაგების სერვისით კანონიერად ისარგებლონ.