სამუშაო ვიზიტი ქალაქ დედოფლისწყაროში


2025-07-29

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ქალაქ დედოფლისწყაროს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა დედოფლისწყაროს მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. მხარეებმა დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პროგრესს, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს დაეთმო. ასევე განიხილეს სისტემების განვითარების სამომავლო გეგმები, რაც მიზნად რეგიონში წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რათა მოსახლეობას თანამედროვე, მდგრადი და უსაფრთხო წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები მიეწოდოს.




სიახლეები