დედოფლისწყაროში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


2025-07-29

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ დედოფლისწყაროში წყალარინების სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობს. კერძოდ, ჭავჭავაძის ქუჩაზე 800-მეტრიანი წყალარინების ქსელის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს კომპანიის სამშენებლო დეპარტამენტი ახორციელებს. მიმდინარე სამუშაო პროცესი ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა დავით კვინიკაძემ, მისი მოადგილეებმა, კახეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა და დედოფლისწყაროს მერმა მოინახულეს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები განახლებული, გამართული წყალარინების ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გააუმჯობესებს და გარემოზე ზეგავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს.




სიახლეები