გურჯაანის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან წყალს მიიღებს
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს გურჯაანში წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტი და მიმდინარე სამუშაოები გააცნო.
პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება გურჯაანის წყალმომარაგების 30 კილომეტრიან ქსელს და მოეწყობა განშტოებები მაგისტრალზე სახლების დასაერთებლად. მოხდება 4 რეზერვუარის სრული რეაბილიტაცია და აშენდება ახალი საქლორატორო.
გურჯაანის მოსახლეობის 70 პროცენტი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე წყალს კვრიაში 2-ჯერ 4 საათიანი გრაფიკით იღებდა. სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კი, აღნიშნული მოსახლეობა ხარისხიან და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყალს ყოველდღიურად 8-10 საათიანი გრაფიკით მიიღებს.
პროექტზე, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება 100-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.