შიდა ქართლის რეგიონში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს


2025-06-26

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის 24 - საათიანი წყალმომარაგებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობას აქტიურად განაგრძობს.

რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები შიდა ქართლის რეგიონში. პროექტი მოიცავს ქალაქ კასპისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების იგოეთისა და მრგვალი ჭალის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის, ქალაქ ქარელისა და გორის წყალმომარაგების მაგისტრალური მილების, წყლის სათავე ნაგებობისა და სადგურის დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას.

მიმდინარე სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან, კასპის მერ ვახტან მაისურაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტით გათვალისწინებულია საქლორატოროებისა და რეზერვუარების მოწყობა, წყლის სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია. ასევე მოეწყობა მაგისტრალური მილი 8,49 კმ. წყალმომარაგების ქსელი - 46,9კმ და SCADA სისტემა. დამონტაჟდება აღრიცხვის კვანძები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32 მილიონამდე ლარით ფინანსდება და სამუშაოების დასრულება 2026 წლის ზაფხულში არის დაგეგმილი.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქ კასპისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების იგოეთისა და მრგვალი ჭალის მოსახლეობა 24 - საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.




სიახლეები