სკოლის მოსწავლეებთან წყლის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა


2025-04-17

წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

წყლის მნიშვნელობაზე შეხვედრები ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში, ქ.ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლასა და ქ.სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლაში გაიმართა.

V კლასის მოსწავლეებთან, წყლის თემატიკაზე, წყალმომარაგების კომპანიის აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული პროექტების გარემოს დაცვის კონსულტანტმა, ქეთევან ჩომახიძემ ისაუბრა.

მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია საკითხებმა - თუ რა გზას გადის წყალი მოპოვებიდან ჩვენს ონკანამდე, როგორი უნდა იყოს სუფთა წყალი, კლიმატის ცვლილება და წყლის რესურსები, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ წყალს და ა.შ.

თემის ამომწურავად წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა. მოსწავლეებმა ამომწურავად მიიღეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო კითხვებზე.

წყალმომარაგების კომპანია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან წყლის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც გამართავს.




სიახლეები