ანაკლიაში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების 90% დასრულებულია
ანაკლიაში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოების 90% დასრულებულია. მშენებლობა 20 მილიონი ლარით ფინანსდება და ზაფხულის სეზონის დასასრულს ანაკლიას ახლი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ექნება.
უკვე შესრულებული სამუშაოები და ობიექტზე მიმდინარე პროცესები დაათვალიერა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ.
პროექტის დასრულების შემდეგ, ობიექტი სრულად აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკური დანადგარებითა და ადმინისტრაციული ოფისით. განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც წყლის ხარისხის კონტროლს ყოველდღიურად განახორციელებს.
სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. მშენებლობის ხარისხს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია, ქართველ კოლეგებთან ერთად უწევს კოორდინირებას.