ზეტაფონში ჩხეიძის ქუჩის აბონენტებს წყლის პრობლემა მალე მოეხსნებათ


2011-09-07

ზესტაფონში ჩხეიძის ქუჩაზე მცხოვრები 500-მდე ოჯახი 20 წელია სამელ წყალს ვერ ღრებულობს. ამ პრობლემის გადასაჭრელად ადგილობრივებმა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ზესტაფონის სერვის ცენტრს მიმართეს.

კომპანია ოპერატიულად შეუდგა პრობლემის შესწავლას. ჩხეიძის ქუჩის  უწყლოდ დარჩენის მიზეზი 1500 კუბ.მ მოცულობის ამორტიზებული გორგასლის რეზერვუარია. რეზერვუარის საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და იგი ტენდერზე გასატანად მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაეცა. სექტემბრის თვეში გამოვლინდება კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ოქტომბრიდან დაიწყებს ავზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. სამშენებლო სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე სარეაბილიტაციო პროექტი გაზაფხულისთვის დასრულდება და მოსახლეობა წყლის მიწოდების ყოველდღიურ 18 საათიანი მიწოდების რეჟიმზე გადავა.




სიახლეები