ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს


2024-07-16

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე პროცესს ადგილზე კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილე აკაკი მშვიდობაძე და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: „გუჯარულასა“ და „სადგერის“ სათავე ნაგებობების, არსებული რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია, ორ სექციანი სალექრის, ერთი ახალი რეზერვუარის, წყალმომარაგების ქსელისა და აღრიცხვის კვანძების მოწყობა.

პროექტი 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდგომაც, ქალაქ ბორჯომის 29 000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 30 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.




სიახლეები