თელავში წყალმომარაგებისა და წყალარინების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება


2011-09-02

დღეს ქალაქ თელავში, ბათუმის ქუჩაზე წყალარინების ახალი სისტემის მოწყობა დაიწყო. აქამდე აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლები კუსტარული ტიპის საკანალიზაციო ქსელებით სარგებლობდა.

სამუშაოები 10 დღეში დასრულდება. შედეგად 1000–მდე მაცხოვრებელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყალანირების ქსელით ისარგებლებს.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად გრძელდება თელავის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ითვალისწინებს ახალი საქლორატოროს, სალექარის და საფილტრე ნაგებობების მოწყობა. ამასთან, იცვლება სასმელი წყლის 11 კილომეტრის სიგრძის ცენტრალური მაგისტრალი.

მიმდინარე პროექტი ოთხი მილიონი ლარის ღირებულებისაა და 2012 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

 




სიახლეები