ქუთაისის წყალმომარაგება დაზიანებებისა და წყალქცევების გარეშე


2011-09-01

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში წყალმომარაგების ქსელის კვლევითი სამსახური შეიქმნა. იგი 4 ადგილობრივ კადრით, ასევე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მიღებული სტაჟიორებითაა დაკომპლექტებული. Aაგვისტოს თვეში ფარცხანაყანების სათავე ნაგებობიდან ქვიტირის მეორად გადამქაჩ სადგურამდე გამოკვლეული იქნა 42 კილომეტრის მაგისტრალური და შიდა ქსელი. ჯგუფმა შეისწავლა როგორც ქსელის, ასევე წყალმზომების დაზიანებების ხარისხი.

დღეისათვის სრულად აღიწერა და ინვენტარიზაცია ჩუტარდა 17 500 გრ.მეტრის მაგისტრალურ და 34,5 კილომეტრიან შიგა ქსელს. ლიკვიდირებულ იქნა 50-მდე დაზიანება, ანუ წყალქცევლები რომელიც საათში 200 მეტრ კუბს აღწევდა.

ქუთაისის მოსახლეობა სასმელ წყალს უკვე ქვიტირის მეორად გადამქაჩი სადგურიდან დანაკარგების გარეშე იღებს, კომპანია კი  გაზრდილი წყლის მოცულობით გრაფიკის გაზრდას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივა, დაასაქმონ და კვალიფიკაცია აუმაღლონ სტუდენტ-ახალგაზრდობას, შეუქცევადი და უწყვეტი პროცესია. სტუდენტები სტაჟიორის სტატუსით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და მის სერვის ცენტრებში კომპანიის დაარსების დღიდან მუშაობენ.

 




სიახლეები