ქალაქ ჩხოროწყუს წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისთვის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოები იწყება


2023-06-06

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ჩხოროწყუში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისთვის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიის შპს „ვი-აი-პი+ “-ის წარმომადგენელმა - ჯაბა ჯიქაძემ მოაწერეს.

სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია: სათავე ნაგებობების, რეზერვუარების, სატუმბი სადგურის, გამანაწილებელი ქსელისა და მაგისტრალური მილების რეაბილიტაცია.  

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 14 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების დასრულება კი 2025 წლის ზამთრის სეზონზე იგეგმება.

პროექტის დასრულების შემდეგ ქ. ჩხოროწყუს ადგილობრივი მოსახლეობის 6000-ზე მეტი ბენეფიციარი წყალმომარაგების განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.




სიახლეები