წყალმომარაგების კომპანიამ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ხაშურის I საჯარო სკოლაში ღონისძიება გამართა


2023-06-01

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში წყლის თემატიკაზე ღონისძიება გაიმართა. მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წყლის მნიშვნელობა ნახატებში ასახეს.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, სალომე ვაშაკიძემ მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა, წყლის რესურსის სწორად გამოყენებაზე ესაუბრა და ნახატების კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. სკოლის ბიბლიოთეკას კი წყალმომარაგების კომპანიისგან საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა გადაეცა.

ღონისძიების ფარგლებში სალომე ვაშაკიძე სკოლის პედაგოგებსაც შეხვდა და ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმდინარე მასშტაბურ პროექტზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, აშენდება წყლის სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგურები, ჭაბურღილები, რეზერვუარები. ასევე, მოეწყობა წყალარინების ქსელი, ჩატარდება კოლექტორების რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაოები და აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა.

პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ ხაშურის, ზემო ოსიაურის, ქვემო ოსიაურისა და ცხრამუხას მოსახლეობა 24 საათიანი,  წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდება.




სიახლეები