წყალმომარაგების კომპანია აქტიურად აგრძელებს რეგიონებში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად აგრძელებს რეგიონებში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას.
ამჯერად, კომპანია აცხადებს მოწვევას წინასწარ კვალიფიკაციაზე ვანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის, ასევე სანიაღვრე წყლის ქსელის სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო შესყიდვასთან დაკავშირებით.
აღნიშნული პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღება 3 მაისამდე გაგრძელდება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: http://water.gov.ge/public/images/news/pdf/10412.pdf?fbclid=IwAR1U1mc6n95_bZAHnmXHpIgeaJ2WTHdwKCRiSVP7oOHuqipMtvP7_bTxIbI