გურჯაანის სოფლების: ველისციხის, ახაშენის, ზეგაანისა და მუკუზანის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა იწყება


2023-02-22

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების: ველისციხის, ახაშენის, ზეგაანისა და მუკუზანის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება - მშენებლობას იწყებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია შპს
„კომფორტმშენ XXI“ -ის დირექტორმა, ლაშა კიტიამ მოაწერეს. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. უკვე გაფორმებულია მეორე ეტაპის ხელშეკრულებაც.

პირველი ეტაპის სამუშაოები სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური მილების მოწყობასა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. დამატებით მოეწყობა ველისციხის ქსელი. მეორე ეტაპის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება სოფლებში არსებული წყალმომარაგების ქსელი.

სამუშაოების შედეგად, სოფლების: ველისციხის, ახაშენის, ზეგაანისა და მუკუზანის მაცხოვრებლები 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ჯამურად 52 მლნ. ლარი მოხმარდება.




სიახლეები