კომპანიის განცხადება ქუთაისში წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით


2023-02-21

კლიმატური პირობების გაუარესების გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა ქ. ქუთაისში გოდოგნის რეზერვუარის სატრანზიტო თუჯის მაგისტრალი დააზიანა.

შედეგად, ამ ეტაპზე წყალმომარაგება შეწყვეტილია საფიჩხიის, კახიანოურის, მუხნარისა და ქ. მუზეუმის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის.

სტიქიის მიუხედავად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური სამსახური ადგილზე აქტიურად მუშაობს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგება სრულად უმოკლეს დროში აღუდგეს.

კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.




სიახლეები