ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში წყალმომარაგების სისტემის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას აგრძელებს.
შესაბამისი სამუშაოების გაგრძელების ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია,
შპს „უნივერსალ სერვისი“-ის დირექტორმა იოსებ ბაზღაძემ მოაწერეს.
პროექტის ფარგლებში გვერდისუბნისა და ბაინათხევის უბნებისთვის ეწყობა წყალმომარაგების ქსელები და რეზერვუარი. დამატებით, დაბა სურამისთვის მოეწყობა სატუმბი სადგური.
პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარი მოხმარდება.
პროექტის განხორციელების შედეგად, დაბა სურამში წყალმომარაგების კომპანიის აბონენტები, სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.