დაბა სტეფანწმინდისა და სოფელი გერგეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება - მშენებლობა იწყება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა სტეფანწმინდისა და სოფელი გერგეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოებს იწყებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია შპს „კომფორტმშენ XXI“ -ის დირექტორმა, ლაშა კიტიამ.
პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 22 მილიონ ლარზე მეტი მომხარდება.
პროექტირების დასრულებისთანავე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სატუმბი სადგური, რეზერვუარი, საქლორატორო, მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების ქსელი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.