დაბა ფასანაურში წყალმომარაგების სისტემის მეორე ეტაპის პროექტირება-მშენებლობა იწყება


2022-12-27

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში წყალმომარაგების სისტემის მეორე ეტაპის პროექტირება-მშენებლობას იწყებს.

შესაბამის ხელშკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზა“-ს წარმომადგენელმა  მალხაზ დუმბაძემ მოაწერეს.

წყალმომარაგების კომპანიამ 2020-2022 წლებში დაბა ფასანაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის I ეტაპის სამშენებლო სამუშაოები განახორციელა,რომლის  ფარგლებშიც  მოეწყო სათავე ნაგებობები, რეზერვუარი და მაგისტრალური მილი.

მეორე ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს დარჩენილი, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომლის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წლის ზაფხულში იგეგმება.




სიახლეები