დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
2022-12-21
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სოფელ ბულაჩაურში 6.5 მლნ. ლარის ღირებულების სამუშაოებს აწარმოებს.
ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 85% უკვე შესრულებულია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, ჭაბურღილის, რეზერვუარის, სატუმბი სადგურის, საქლორატოროსა და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია.
მიმდინარე პროექტი 2023 წლის დასაწყისში დასრულდება, რის შედეგადაც, სოფელ ბულაჩაურის 2 700-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.