ქ. თეთრიწყაროსა და მუნიციპალიტეტში შემავალ 15 სოფელში წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს


2022-12-19

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქ. თეთრიწყაროსა და მუნიციპალიტეტში შემავალ 15 სოფელში 75 მლნ. ლარის ღირებულების სამუშაოებს აწარმოებს.

კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ მოადგილესთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან და ქ. თეთრიწყაროს მერთან, გიორგი წიკლაურთან ერთად მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა.

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა, სატუმბი სადგურის, წყალმომარაგების ქსელისა და ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ არსებულ რეზერვუარსა და სათავე ნაგებობას.

ქ. თეთრწყაროსა და მიმდებარე სოფლებში ფიზიკური სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია. 2023 წელს წყალი სოფლებში ეტაპობრივად გაეშვება. პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, 2023 წლის ბოლოს სრულდება და 15 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.




სიახლეები