ისტორიაში პირველად გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფელი 24 საათიანი წყლამომარაგებით სარგებლობს


2022-12-15

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში 10 მლნ. ლარამდე ღირებულების პროექტები განახორციელა. შედეგად, სოფლების: ზემო თელეთის, ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრან-თელეთის, კუმისისა  და მუღანლოს 7000 მდე ბენეფიციარი 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით სარგებლობს.

პროექტების ფარგლებში აშენდა 100 კმ-ზე მეტი მაგისტრალი, მოეწყო რეზერვუარი, სატუმბი სადგური, საქლორატოროები, წყალსადენი ქსელი და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

ადგილობრივ მოსახლეობას კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე თევდორაძე მოადგილესთან და ქვემო ქართლის გუბერნატორთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად  შეხვდა.




სიახლეები