
სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
2022-12-12
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სოფელ მუხრანში 17 მლნ. ლარის ღირებულების სამუშაოებს აწარმოებს.
ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 30% უკვე შესრულებულია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა, ახალი ჭაბურღილის, რეზერვუარის, წყალსადენის ქსელის, საქლორატოროსა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
მიმდინარე პროექტი 2024 წლის დასაწყისში დასრულდება, რის შედეგადაც, სოფელ მუხრანის 6300-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.