რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას 30 ერთეული სპეცტექნიკა გადასცა


2011-08-29

მრავალფუნქციური სპეცტექნიკა, რომლის ღირებულება 7 მილიონი ლარია სამინისტრომ კომპანიისთვის აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით შეიძინა.

აღნიშნული სპეცტექნიკა უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემაში მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების  ხარისხიანად ჩატარებას და სისტემაში დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, პრობლემის ოპერატიულად ლოკალიზებას. გარდა ამისა, აღნიშნული ტექნიკის გამოყენება, თავისი მრავალმხრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროსაც, მათ შორის მშენებლობებშია შესაძლებელი, რაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონულ ფილიალებს გადაეცემა: წყლის გამწმენდი ავტომობილი, თვითმცლელი და ავტომცლელი მანქანები, საავარიო ბრიგადებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი მანქანა-დანადგარი.  ეს მცირედი ჩამონათვალია სპეცტექნიკის, რომელიც დღეს კომპანიის თანამშრომლებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პირადად გადასცა.

 

 




სიახლეები