მარნეულის წყლისა და წყალარინების, ბოლნისის წყალარინების სისტემების მშენებლობის გაგრძელებაზე ხელშეკრულებები გაფორმდა


2022-09-08

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულის წყლისა და წყალარინების, ასევე ბოლნისის წყალარინების სისტემისა და კოლექტორის მშენებლობას აგრძელებს. პროექტს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანია განახორციელებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, გუგა კაკაბაძემ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა: ‘’China Geo - Engineering Corporation’’ (CGC) -ის რეგიონალურმა დირექტორმა, ჩენგჟოუ ჰემ და ‘’POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret Anonim Sirkei’’-ის ფინანსურმა მენეჯერმა, გიუნი ბელტირიმ მოაწერეს.

მშენებლობა 6 დამოუკიდებელ პროექტად განხორციელდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა სისტემების მშენებლობა ეტაპობრივად, 15 თვეში უნდა დაასრულონ.

პროექტს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 47,003,251 აშშ დოლარი მოხმარდება.




სიახლეები