გაერთინებული წყალმომარაგების კომპანია ბაღდათში, ვანსა და სამტრედიაში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაციას გეგმავს


2022-08-09

   იმერეთის რეგიონში დაგეგმილ წყლისა და წყალარინების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, კომპანიის ხელმძღვანელობას, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისა და საკონსულტაციო კომპანია Fichtner Water & Transportation GmbH-ის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
 შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელი სამუშაოები, ასევე, საკონსულტაციო კომპანიის მიერ წარმოდგენილი საწყისი ანგარიშის სამუშაო ვერსია განიხილეს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში არსებულ გამოწვევებზე, რისკებსა და მოსალოდნელ შედეგებზე იმსჯელეს.
შეხვედრას კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, სამტრედიის, ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
  პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საპროექტო სამუშაოები 2022 წლის აპრილში დაიწყო. სამი თვის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიურ სამუშაო პროცესში წყალმომარაგების კომპანიის თითქმის ყველა დეპარტამენტი აქტიურად იყო ჩართული.




სიახლეები