ლაგოდეხში, უწყლოდ დარჩენილ მოსახლეობაში სასმელი წყლის დარიგება ამ დრომდე გრძელდება
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ლაგოდეხეში, სტიქიით დაზარალებულთათვის სასმელი წყლის დარიგებას განაგრძობს. Pპირველ ეტაპზე წყალი სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს, უმწეოებს და მაღალსართულიანი კორპუსების მცხოვრებლებს დაურიგდათ.
24 საათიანი მუშაოების შედეგად დაზიანებული მილების 30% უკვე აღდგენილია.
ამ დრომდე მისვლა ვერ ხერხდება შრომის სათავე ნაგებობასთან. წყალდიდობამ სათავემდე მისასვლელი თითქმის სამ კილომეტრიანი გზა მთლიანად წაიღო. წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფი შემოვლითი გზებით ცდილობს ადგილამდე მიღწევას. Pპირველადი დათვალიერებით, რომელიც გუშინ ვერტმფრენის საშუალებით განხორციელდა, სათავე ნაგებობა ლამით, ქვა-ღორღით და ხის ნაფოტებით არის გავსებული.
გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ლაგოდეხის ნომერ მეორე სათავე ნაგებობაზე.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ლაგოდეხში 3000-მდე აბონენტს ემსახურება. სტიქიამდე მოსახლეობის 100%-ს 24 საათიანი წყალმომარაგება ქონდა. წყალდიდობის შედეგად 30% ისევ 24 საათიან რეჟიმში, მაგრამ დაბალი წნევით იღებს წყალს. სავარაუდოდ ორ დღეში წყალმომარაგება კიდევ 20%-ს აღუდგება.