ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება ხვალ საღამომდე აღუდგება


2011-08-19

 დღეს დილიდან ლაგოდეხის მოსახლეობას წყალი შეზღუდვით მიეწოდება. მიზეზი, უამინდობის გამო წყლის ამღვრევაა.

ამღვრეული წყალი დასალევად უვარგისია. აღნიშნული შეფერხების აღმოსაფხვრელად საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხს თვითდინებით 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს, თუმცა წელიწადში რამდენჯერმე, კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებათ.

ხვალ დღის ბოლოდან ლაგოდეხელები სასმელ წყალს შეფერხების გარეშე, ჩვეული გრაფიკით მიიღებენ.




სიახლეები