გორში, ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდა


2022-05-16

ქალაქ გორში, წყლის სათავე ნაგებობისთვის ელექტროენერგიის ავარიულად შეწყვეტის გამო მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფი მუშაობს ინტენსიურად, რათა დროულად მოხდეს დაზიანების აღმოფხვრა და ელექტროენერგიის აღდგენა.

ელექტროენერგიის აღდგენისთანავე, მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს წყალმომარაგების მიწოდების შეზღუდვის გამო.




სიახლეები