ზესტაფონს გაუმჯობესებული წყალმომარაგება ექნება
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, ზესტაფონის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით წყალმომარაგების ქსელის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი, რომლის ღირებულება 5 მილიონ ლარამდეა, 2017 წელს დარულდება.
სამუშაოების მიმდინარეობას, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე გაეცნო და ობიექტზე დასაქმებულებს გაესაუბრა.
პროექტის ფარლებში მიმდინარეობს მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა, ასევე აშენდება ახალი, 2 000 მ3 მოცულობის რეზერვუარი და სატუმბი სადგური.
პროექტის დასრულების შემდეგ, ზესტაფონის მოსახლეობის ნაწილი მკვეთრად გაუმჯობესებული წყალმომარაგების გრაფიკით ისარგელებს, ხოლო 4 000 -ზე მეტი აბონენტი, რომელსაც წყალმომარაგება დღემდე არ ჰქონია, სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.