სიღნაღის 16 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის 41 მილიონის პროექტები ხორციელდება


2022-04-01

წყალმომარაგების კომპანია სიღნაღის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს.

რამდენიმე სოფელში უკვე შესრულებული მშენებლობის პროგრესი, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ, მოადგილესთან აკაკი მშვიდობაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში აქტიურად მიდის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. ამჟამად, 8 სოფელში გრძელდება ინფრატრუქტურული სამუშაოები, საიდანაც ქსელის მოწყობის 80% უკვე დასრულებულია. აპრილის ბოლოს სოფელ ანაგას, ხოლო ზაფხულში სოფელ ვაქირს ექნება სტაბილური წყალმომარაგება. წლის ბოლომდე, დარჩენილ ექვს სოფელშიც დასრულდება მშენებლობა-რეაბილიტაცია. 2023 წლის ბოლოდან კი 16-ვე სოფლის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“ - განაცხადა, ალექსანდრე თევდორაძემ.

დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემები არ არსებობს. მოსახლეობას წლებია წყალი შეზღუდულად მიეწოდება.

პროექტებით გათვალისწინებულია მაგისტრალური მილების, ახალი ქსელებისა და გამართული ინფრასტრუქტურის მოწყობა. სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 41 მილიონი მოხმარდება.




სიახლეები