
UWSC -ის განცხადება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების ქსელის გეგმიურ სამუშაოებთან დაკავშირებით
2017-03-28
29 მარტიდან 2 აპრილამდე ქალაქ წალენჯიხაში, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ჯგალა, საჩინო) მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის გეგმიური გაწმენდითი - სადეზინფექციო სამუშაოები. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში წყლის სასმელად და ტექნიკური მოხმარებისთვის გამოყენება აკრძალულია.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.