გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანის უახლესი ტექნიკით აღჭურვა გრძელდება


2011-07-08

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიას კიდევ ექვსი ერთეული სპეცტექნიკა გადასცა.

უახლესი მოდელის სატვირთო თვითმცლელები აქამდე არსებულ ამორტიზირებულ და მოძველებულ ავტომობილებს წყალმომარაგების კომპანიის ექვსივე რეგიონალურ ფილიალში ჩაანაცვლებს.

კომპანიის დირექტორის, ირაკლი კვაშილავას განცხადებით, წყალმომარაგების კომპანიის ახალი ტექნიკით აღჭურვის ტენდენცია მისასალმებელია და იგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარებას, საავარიო სამუშაოების დროულად ჩატარებას და მოსახლეობისათვის წყლის შეუფერხებელ მიწოდებას.

 

 

 



 




სიახლეები