
სოფელ ინგირის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ეწყობა
2022-01-28
წყალმომარაგების კომპანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში-ბარათაშვილის, გრიშაშვილის, დარასელიასა და მირცხულავას ქუჩებზე სისტემების რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს.
პროექტისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარამდე თანხის ინვესტიცია გამოიყო.
დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ქუჩების მაცხოვრებლებს წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებათ.
პროექტის ფარგლებში კეთდება 5-კილომეტრამდე ახალი ქსელი და დამატებით, ეწყობა ჭაბურღილი.
სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის გაზაფხულის სეზონზე იგეგმება. შედეგად, სოფელ ინგირში ბარათაშვილის, გრიშაშვილის დარასელის და მირცხულავას ქუჩის მაცხოვრებლები, 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით შეძლებენ სარგებლობას.