მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოებზე ტენდერი მიმდინარეობს


2022-01-20

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოებზე ტენდერი მიმდინარეობს

 პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 17 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

 სამუშაოები გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდნ 24 თვეში უნდა დაასრულოს. გარდა სოფელ მუხრანისა, პროექტი ითვალისწინებს, აგრეთვე, ახლომდებარე სოფლების - ვარდისუბნის, ვაზიანისა და პატარა ქანდას წყალმომარაგებას.

აღნიშნულ სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს თვითნებურად აქვს მოწყობილი განშტოებები.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მაცხოვრებლებს დღემდე არსებული პრობლემა საბოლოოდ მოუგვარდებათ და მოსახლეობა წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს.

 




სიახლეები