“ზუსტად განსაზღვრე შენი ოჯახის სულადობა და გადაიხადე შესაბამისად დარიცხული გადასახადი! “-აქცია თელავში ამ წუთებშიც მიმდინარეობს!


2011-06-14

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო ხასიათის აქციების ჩატარებას განაგრძობს.

საინიციატივო ჯგუფი ქალაქ თელავში დღეს დილიდან განაწილდა. მოსახლეობასთან შეხვედრები  ამ  წუთებშიც  იმართება.

“ზუსტადგანსაზღვრეშენიოჯახისსულადობადაგადაიხადეშესაბამისადდარიცხულიგადასახადი! “-  შეგახსენებთ, რომ ამ დევიზით აქციამ მსვლელობა 9 ივნისს, სამტრედიიდან დაიწყო  და  კომპანიაში დაკომპლექტებული  მუშა  ჯგუფი  დღეისთვის  უკვე  თელავში იმყოფება.

როგორც აქციის  ორგანიზატორები  აცხადებენ,  მზგავსი ტიპის ღონისძიებები საქართველოს ყველა  ქალაქში  ჩატარდება,  რაც ორიენტირებულია მომხმარებლისა და მიმწოდებლის ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებულად წარმართვასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის  ამაღლებაზე.

25 ივნისიდან ქალაქ თელავში ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით სასმელი წყლის  მაგისტრალის  სრული  რეაბილიტაციის  მასშტაბური  პროექტი  იწყება.

პროექტი ითვალისწინებს 14 კილომეტრიანი მაგისტრალის სრულ რეაბილიტაციას და 600 მმ შეცვლას.  ასევე საქლორატოროსა და  სალექარი ნაგებობის  აშენებას, ქალაქის რამდენიმე ქუჩის წყალარინების სისტემის მოწყობას  და  ფიზიკური  პირების  გამრიცხველიანებას. მასშტაბური პროექტი, რომლისთვისაც ჯამში 4 843 619 ლარი გამოიყო, შედეგად თელავს 24 საათიან წყალმომარაგებას მოუტონს. 




სიახლეები