“ზუსტად განსაზღვრე შენი ოჯახის სულადობა და გადაიხადე შესაბამისად დარიცხული გადასახადი! “
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, 9 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ხასიათის აქცია გამართა. Aაქციამ სტარტი რუსთაველის ქუჩიდან აიღო და სამტრედიის ყველა უბანი მოიცვა.
აქციის მიზანი - სულადობის ზუსტ აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხების მოსახლეობისთვის გაცნობა.
კომპანიაში დაკომპლექტებული მუშა ჯგუფი დეტალურად უხსნიდა მოსახლეობას, როგორ უზრუნველყონ ბილინგის ბაზაში არსებული სულადობრივი მონაცემების კორექტირება და ოპერატიული რეაგირების მიზნით, აქციის მონაწილეები დეტალურად ინიშნავდნენ აბონენტების პრობლემებს.
“ზუსტად განსაზღვრე შენი ოჯახის სულადობა და გადაიხადე შესაბამისად დარიცხული გადასახადი! “- ამ დევიზით აქციამ მსვლელობა სამტრედიიდან დაიწყო და საქართველოს ყველა ქალაქში ჩატარდება, რაც ორიენტირებულია მომხმარებლისა და მიმწოდებლის ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებულად წარმართვასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე.A