დაბა მანგლისის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
წყალმომარაგების კომპანია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს.პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
დღეის მდგომარეობით, მანგლისის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი 24 საათაინი წყალმომარაგებით, ხოლო დარჩენილი ნაწილი გრაფიკით სარგებლობს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა ქსელების მოწყობა, გარდა ამისა დაგეგმილია ხუთი არსებული და ორი ახალი სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია-მშენებლობა. დამატებით მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაბა მანგლისის მაცხოვრებლები და კურორტზე ჩასული დამსვენებლები 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.
დაბა მანგლისში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის - I ეტაპის სამუშაოები 2019 წლის ზაფხულში დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი სათავე ნაგებობა, ამორტიზებული ქსელის ნაწილი ახალი სისტემით შეიცვალა. გაიზარდა წყლის დებიტი და გაუმჯობესდა წყალმომარაგება.