ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს


2021-12-13

ზესტაფონის წყლის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები აქტიურად გრძელდება, რომლის დასრულების შემდეგ, წყალმომარაგების კომპანია სისტემების მშენებლობას დაიწყებს.

პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 21 მილიონამდე ლარის ინვესტიცია გამოიყო.

დღეის მდგომარეობით, ქალაქის ძირითადი ნაწილი წყალმომარაგების შეზღუდული გრაფიკითა და საუბნო ჭებით სარგებლობს. არსებული მაგისტრალური მილი კი ამორტიზებულია და ინფრასტრუქტურის განახლებას საჭიროებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა.
სამუშაოების დასრულების შედეგად, ზესტაფონში მცხოვრები 25 000 ადამიანი 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.




სიახლეები