სოფელ ბანოჯას მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები დაიწყო


2021-12-08

წყალმომარაგების კომპანია, მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად აგრძელებს.

ამჯერად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას წყალმომარაგებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები დაიწყო.

კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 8 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

ბანოჯაში, წყლის ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია, ხშირია დაზიანების ფაქტები, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდულად მიეწოდება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელის, მაგისტრალური მილის, სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მოწყობა.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

სამუშაოების დასრულების შედეგად ბანოჯას მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.




სიახლეები