2011 წელი წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით გარდამტეხი წელი იქნება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორისგან ირაკლი კვაშილავასგან, მოისმინა ანგარიში საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში წყალმომარაგების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს კომპანიის 2011-2015 წლების განვითარების სტრატეგიული გეგმის დეტალები. ისაუბრეს რეგიონებში მიმდინარე წყლის სიტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ და შეთანხმდნენ, 2011 წელს დაგეგმილი პროექტების მიხედვით განსახორციელებელი ობიექტების დაწყებისა და დასრულების ვადებზე. აღiნიშნა, რომ 2011 წელი საქართველოში წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით, გარდამტეხი წელი იქნება. დაიწყება რამდენიმე მასშტაბური პროექტი, რომელსაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები დააფინანსებენ.