თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების - რუფოთისა და ტელეფას წყალმომარაგებისთვის სამუშოები მიმდინარეობს


2021-11-15

წყალმომარაგების კომპანიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო.

აღნიშნულ სოფლებში დღემდე არ არსებობს სასმელი წყლის ცენტრალიზებული სისტემა, მოსახლეობა ეზოებში თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს. სოფლების ნაწილი კი თერჯოლის წყალმომარაგების ქსელიდან მარაგდება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეზერვუარის, სატუმბი სადგურისა და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემის მოწყობა. სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 400 000 ლარზე მეტი მოხმარდება.

კონტრაქტორმა კომპანიამ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის გაზაფხულზე უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობას უწყვეტი წყლის მიწოდება ექნება.




სიახლეები