ახალი ტექნიკა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას სრულიად ახალი, იაპონური წარმოების, "ტოიოტას" ფირმის, 40ერთეული პიკაპის ტიპის ავტომანქანა და სხვადასხვა სახის გერმანული წარმოების წყლის სისტემის მაკონტროლებელი აღჭურვილობა გადასცა.
ტექნიკის გადაცემა მცხეთაში, იმ ტერიტორიიდან 300 მეტრის მოშორებით განხორციელდა, სადაც წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა იწყება.
ახალი ნაგებობა მდინარე არაგვს ბიოლოგიური ნარჩენებით დაბინძურებისაგან დაიცავს და მცხეთის მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების გარანტი იქნება.
ახალი, ავტომობილები კომპანიის რეგიონულ ოფისებს გადაეცემა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს ოპერატიულად გავიდნენ დაზიანების ადგილებზე და ეფექტურად აწარმოონ წყლის სისტემის გამართულად მუშაოების მონიტორინგი.
წყლის სისტემის მაკონტროლებელი ახალი აღჭურვილობის შესყიდვა "რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში" ასევე "ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" დაფინანსებით განხორციელდა. აღნიშნული ტექნიკის საშუალებით ოპერატიულად ხდება წყლის მიწოდების სიჩქარის დადგენა. ასევე, მილებში არსებული დაზიანებების პოვნა და გაჟონვის შესახებ ინფორმაციის უსწრაფესად გადაცემა.