სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება


2021-11-04

სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 27 მლნ ლარს შეადგენს.

პროექტი ითვალისწინებს სოფლების: ტიბაანის, ანაგას, ბოდბისხევის, ქვემო ბოდბეს, საქობოს, ვაქირის, ჯუგაანისა და ქვემო მაღაროს 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები, ასევე აშენდება ახალი რეზერვუარები და საქლორატორო.

პროექტის შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა, რომელიც ათეული წლებია გრაფიკითა და საუბნო ჭებით სარგებლობს, პირველად, სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

სამუშაოების დასრულება 2022 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.




სიახლეები